რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთი ქიმიური იარაღით დატვირთულ კამიკაძე დრონებს იყენებს

Oleksii Samsonov

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმისთვის, ტოქსიკური ნივთიერებებით დატვირთულ შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონებს იყენებენ.

უკრაინული მხარის მტკიცებით, 2023 წლის თებერვლიდან 2025 წლამდე რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისას მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველი ჭურვების გამოყენების 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით ერთ-ერთ რუსულ დრონში აღმოჩნდა კაფსულა, რომელიც CS გაზს შეიცავდა, რომელიც ჩვეულებრივ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გამოიყენება და მათი საბრძოლო პირობებში  გამოყენება 1925 წლის ჟენევის პროტოკოლით არის აკრძალული.

"რუსულმა ძალებმა შესაძლოა მოსახლეობის დაზიანების მიზნით შესაძლოა მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი კაფსულები გამოიყენონ". - ნათქვამია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა.

ამავდროულად, უწყება აღნიშნავს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს დრონების საფარი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, ამ ეტაპზე არ დადასტურებულა.

კომენტარები