კოალიცია ცვლილებისთვის წევრს, გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
"12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო" - წერს ხასაია.
ხასაია 31 მარტს, პარლამენტთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ჩანთის გახსნა ზედაპირული დათვალიერება არ არის.





