რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება.
ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ნარიშკინმა NATO-ს მხრიდან რუსეთისა და ბელარუსის მიმართ საშიშროებებზე ილაპარაკა.
ნარიშკინის მტკიცებით, რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან გაზრდილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სამხედრო აქტივობა.
დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, "NATO-ს აგრესიის შემთხვევაში, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) პირველები დაზარალდებიან.
ომის დასრულების მთავარ პირობებად ნარიშკინმა უკრაინის არაბირთვული სტატუსის შენარჩუნება, "დისკრიმინაციული კანონების" გაუქმება და რუსეთის ფედერაციის საზღვრების სუვერენიტეტის აღიარება დაასახელა.





