რუსულუ რეჟიმი

TV ფორმულა: გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად მდინარაძე ჩაანაცვლებს

TV ფორმულას გადაცემა "დროების" წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილის წარმომადგენელს, ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს - მათივე ცნობით, ინფორმაციას დროებას წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან აწვდის.

წყაროს ინფორმაციითვე, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.

გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2015 წელს 7-თვემდე ვადით იკავებდა, ხოლო 2019 წლიდან ხელახლა დაინიშნა მინისტრად. 

რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მდინარაძე არასდროს ყოფილა და 2016 წლიდან პარლამენტის წევრია. ამასთან, არის პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი. 

კომენტარები