რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სანდუ: ბზობის დღეს რუსეთმა სუმი დაბომბა და ხალხი მოკლა, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს

ბზობის კვირა დღე მშვიდობის დღეა.

დღეს დილით, როდესაც ხალხი სალოცავად იკრიბებოდა, რუსეთმა სუმი დაბომბა, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლა და დაჭრა. მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს და მოითხოვს მეტ საჰაერო თავდაცვას [უკრაინისთვის], რათა სიცოცხლეები გადარჩეს.

აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ სიბოროტეს გამართლება არ აქვს.

წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები