საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე მიტანილ რუსულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
"გამანადგურებელია სცენები სუმიდან, სადაც ბზობის აღსანიშნად შეკრებილ ადგილობრივებს რუსული რაკეტები დახვდათ". - წერს კალასი პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ეს საშინელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი თავდასხმებს მაშინ, როდესაც უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
"ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა". - წერს კალასი.
13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა.
ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".
პირველად მონაცემებით სარაკეტო იერიშს მინიმუმ 20 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





