თბილისის მერია

მერია ჩანგრეული გზის მონაკვეთზე: მიმდინარეობს კვლევები ნაპირსამაგრის მოსაწყობად

თბილისის მერია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო გზის ნაწილის ჩანგრევის ფაქტს ტაბულასთან საუბარში გამოეხმაურა.

ცნობისთვის გუშინ, ასევე თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან გაგრის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა უნდა შეზღუდულიყო - ამის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე გაჩენილი ბზარები გახდა, რომელიც გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს კვლევები ნაპირსამაგრის მოსაწყობად, რის ფარგლებშიც გაკეთდება ჯებირი.

"ჯებირი ჩამოიშალა და გზაზე გაჩნდა ნაპრალი დაუყოვნებლივ გავავრცელეთ განცხადება - მოხდა როგორც საფეხმავლო, ისევე საავტომობილო მარჯვენა ზოლზე მოძრაობის შეზღუდვა და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც უნდა მოეწყოს ნაპირსამაგრი (გაკეთდება ჯებირი და შემდეგ, რა თქმა უნდა, გზაც თავისთავად აღდგება)". - უთხრეს ტაბულას თბილისის მერიაში  

დღეს, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეო მასალა სადაც ჩანს, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი ჩაინგრა.

კომენტარები