შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები "მეტადონი", "სუბოტექსი" და "ჰეროინი" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.





