არა, არ დაგვეხოცა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკალით ძროხები, იმიტომ, რომ ისინი რეზისტენტულები გახდნენ. იყო დახოცვის ქეისებიც, მაგრამ ამაზე საგადასახადო მოდის, სასაკლაოზე დამარხვა როცა ხდება, ამაზე საგადასახადო მოდის და არა სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაან ცოტა იყო ეგეთი. დახოცილი იქნება სულ თითზე ჩამოსათვლელი, წელიწადში 10-15-20, მაგდენიც არ იქნება...
...სიკვდილიანობა ნიშნავს იმას, რომ დავკალით, აბა, რას ნიშნავს სიკვდილიანობა. 3-5 დღის მკურნალობის მერე აღარაა სახიფათო ხორცი მომხმარებლისთვის...
სასაკლაოზე რომ ვაგზავნი ძროხას, რომელს გავაგზავნი, როგორ ფიქრობთ? ჯანმრთელს გავაგზავნი? მეწველს გავაგზავნი? არაბერწს გავაგზავნი? არაენდომეტრიტიანს გავაგზავნი? ვაგზავნი, რომელიც პრობლემურია – გაბერწდა, აბორტი ჰქონდა და ა.შ. ანტიბიოტიკს ვერ შეიძლება, რომ შეიცავდეს, ჩვენ არ ვყიდით, ყოველდღიურად წუნი გვაქვს ასეთი, დადგენილია საწარმოში, რომ დაახლოებით 20-30 000 ლიტრი რძე იღვრება, არ შედის, წუნია ეს დადგენილი ჩვენთან, ვერ მივაწვდი მე სანტეს და პეპსიკოს...





