არსებული ინფორმაციით რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა თბილისში იმყოფება.
წამყვანი სოციალურ ქსელ Instagram-ზე თბილისში გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებს.
წარსულში ბოროდინა აფხაზეთში იმყოფებოდა.
2022 წელს ომის დაწყებიდან ბოროდინა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. წარსულში მან საკუთარი სახსრებით რუსი ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობაც შეიძინა.
2018 წელს ქსენია ბოროდინა ორგანიზაცია Putin Team-ის წევრი გახდა. ის ხშირად უჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლების არადემოკრატიულ ინიციატივებს.
ბოროდინას მამა ომარ "კიმ" ამოევი, რომელიც ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსაევის იგივე "დედ ხასანის" გარემოცვაში შედიოდა, თბილისშია დაკრძალული.





