შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა
და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული
არიან: 1996 წელს დაბადებული მ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს
დაბადებული კ.რ. , 1990 წელს დაბადებული მ.ბ., წარსულში ნასამართლევები:
1984 წელს დაბადებული ზ.ა., 1995 წელს დაბადებული ლ.ნ. და 1994 წელს
დაბადებული გ.კ." – წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს მიხედვით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი" , „ალფა-პვპ“, და „მარიხუანა“ .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19- 260-ე, 18-260-ე, 273-ე
პრიმა, 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





