უკრაინა

კიევის ბაზარში ყუმბარის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

3 აპრილს უკრაინის დედაქალაქ კიევში დესნიანსკის რაიონში მდებარე ბაზარში ყუმბარის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები ორი ადგილობრივი მცხოვრები, 59 და 60 წლის მამაკაცია.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით კიევის პოლიციის განყოფილება ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მთავარი სამმართველოს ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტებმა საბრძოლო მასალის ნაშთები აღმოაჩინეს.

არსებული ცნობებით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია დესნიანსკის პოლიციის განყოფილებაში შევიდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა საგამოძიებო-საპატრულო ჯგუფი, ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტები და სამედიცინო პერსონალი.

კომენტარები