მეფრინველეობის წარმოება ბიუ ბიუ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კომპანიის პროდუქტი 2013 წლიდან არ იყენებს ჰორმონალურ დანამატებსა და სტერეოიდებს, ასევე, შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ პროდუქცია ანტიბიოტიკებისგან სრულად სუფთაა, მათ შორის, ტეტრაციკლინისგანაც.
"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს.
ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს.
- 2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონდებლობაც ითვალისწინებს.
- რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა.
- ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით.

რაც შეეხება ქათმის ნაკელს - მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს !
დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად!
ჩვენი კომპანია ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის წარმოებაა ამიერკავკასიაში. ვფლობთ არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს სურსათის უვნებლობაში, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ დაცულ უმაღლეს სტანდარტებს.
მადლობა ნდობისთვის და გვერდზე დგომისთვის!
ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს თითოეულ ოჯახს!" - წერია განცხადებაში.





