თბილისის მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2 ახალი სადგურის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა

Wikipedia

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის მეტროპოლიტენში 2 ახალი სადგურის მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა - აღნიშნული განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გუშინ, 31 მარტს გამოქვეყნდა. 

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განაცხადში ვკითხულობთ, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს "თბილისში, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის (Design Build) მეთოდით".

"დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე:

 

  • გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე).

 

  •  პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - "წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება - კერძოდ ბოლო 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის.

 

  • საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

  • ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღებაჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

  • პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ დაპროექტებული/აშენებული მეტროს სადგურები უნდა მოიცავდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირებას და მშენებლობა/მონტაჟს.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):

  •  პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ქონდეს არანაკლებ 100 (ასი) მლნ აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) შემოსავალი/ბრუნვა
  • - ბოლო სამი წლის პერიოდში არ უნდა იყოს ზარალზე გასული და წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი.
  • - აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები". - წერია განაცხადში.

კომენტარები