ამინდის პროგნოზი

სააგენტო: ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

როგორც სააგენტო წერს, მთიან რეგიონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

"მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)". - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები