აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული ერთობის ლიდერის, მარინ ლე პენისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეთრი სახლისთვის პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გამორიცხვა "განსაკუთრებით შემაშფოთებელია".
სახდეპის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, დასავლეთმა დემოკრატიულ ღირებულებებით უნდა იცხოვროს და არა მხოლოდ ილაპარაკოს მათზე.
ამის შესახებ ბრიუსმა ბრიფინგის დროს ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა.
" ვენთვის მისი განაჩენის შესახებ ინფორმაცია ცნობილია და, ზოგადად, ამ სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისთვის საფრანგეთის ხელისუფლებასთან გადაგამისამართებთ. თუმცა ასევე გავიხსენებთ ვიცეპრეზიდენტის მიერ 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს სიტყვის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკური პროცესისგან ხალხის გამორიცხვისადმი წინააღმდეგობის შესახებ. ჩვენ, როგორც დასავლეთმა, დემოკრატიულ ღირებულებებზე უბრალოდ ლაპარაკზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მათით უნდა ვიცხოვროთ. პოლიტიკური პროცესიდან ხალხის გამორიცხვა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, აქ აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აგრესიული და კორუმპირებული სამართლებრივი ბრძოლის გათვალისწინებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას, რომ თავიანთი აზრები საჯაროდ გამოხატონ, ეთანხმებიან სხვები თუ არა". - თქვა ბრიუსმა.
ცნობისთვის, გუშინ, 31 მარტს, საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო
სასამართლომ მარინ ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს გადახდა დააკისრა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.
ასევე, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლის განმავლობაში არ ექნება.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ლე პენს სოლიდარობა გამოუცხადა.