შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 438 აბი "სუბუტექსი" და 10 აბი "მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.





