ტელეგრამ-არხ Mash-ის წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა რუსეთის ქალაქ მურმანსკში შენობის სახურავიდან დაახლოებით საღამოს 10 საათზე ცეცხლი გახსნა სხვა შენობების ფანჯრებისა და პოლიციის მანქანების მიმართულებით.
გავრცელებული ცნობებით, უსაფრთხოების ძალებმა გზები გადაკეტეს იმ შენობის გარშემო, საიდანაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მრავალსართულიან შენობაში შესასვლელად დაიწყეს მზადება.
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები ისმის.
ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია თავდამსხმელის მოტივი.
ბოლო ცნობებით, მსროლელი უკვე უვნებელყვეს. Mash წერს, რომ მსროლელი ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაანეიტრალეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი მოკლულია.





