რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NBC: ტრამპი რუსეთს მეორადი ტარიფებით დაემუქრა და თქვა, რომ პუტინზე გაბრაზებულია

დონალდ ტრამპი

ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინზე "გაბრაზებულია" და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

"თუ რუსეთი და მე ვერ შევძლებთ უკრაინაში სისხლის ღვრაზე შეთანხმების მიღწევას, და თუკი ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც, შეიძლება, ასე არ იყოს, მაგრამ თუ ამას ვიფიქრებ, მეორად ტარიფებს დავაწესებ ყველანაირ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის". - ციტირებს ტრამპს NBC News.

ამასთანავე, NBC-ს მიხედვით, ტრამპმა მათთან საუბრისას თქვა, რომ პუტინთან საუბარს იგი ამ კვირაში აპირებს.

კომენტარები