შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ. - ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". ხოლო 17 ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
ჯ.ფ. -ს დროებითი საცხოვრებელი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.