დაკავებული საქართველოს მოქალაქეები

დორტმუნდის აეროპორტში, გერმანიის პოლიციამ საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა

22 მარტს, დორტმუნდის აეროპორტში გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას 45 წლის საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზად მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა.

45 წლის ქართველი სასაზღვრო კონტროლზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა პოლიციის სისტემაში მონაცემების შემოწმების შედეგად, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა მონაცემთა შეუსაბამობა დააფიქსირეს.

საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას გერმანიის ფედერალური პოლიცია განზრახ მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე ეძებდა.

კომენტარები