ახლახან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა "მსურველთა კოალიციასთან". იმაზე დიდი, ვიდრე მანამდე გვქონდა - 30 ქვეყანა, პლუს, რა თქმა უნდა, NATO და ევროკავშირი - და სრულად მიზანდასახულები ვართ, ვიხილოთ მშვიდობა ძალის მეშვეობით. სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ რუსეთი მოცდენას ცდილობს, თამაშებს თამაშობს - ჩვენ აბსოლუტურად ცხადი უნდა ვიყოთ ამაზე და ეს იგულისხმება სამ შედეგში:
პირველ რიგში, მეტი მხარდაჭერა უკრაინისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს, რაც შესაძლებელია, როგორც ახლა, ისე სამომავლო მოლაპარაკებებზე. მეორე, სრული სიცხადე იმაზე, რომ ახლა [რუსეთზე] სანქციების მოხსნის დრო არ არის. პირიქით, განვიხილეთ, როგორ შეიძლება სანქციების გაზრდა, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ს წინადადებას, რომ ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან, მეტი წნეხის მეშვეობით, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიყვანოთ და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რათა გადაზღვეული იყოს "მსურველთა კოალიციის" სამშვიდობო შეთანხმება და სამხედრო და ოპერაციული გეგმები, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაზე.





