რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: გასულ ღამეს რუსეთმა 139 დრონი და ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 139 დრონი და ერთი ბალისტიკური რაკეტა ესროლა. 

არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია 78 დრონი, ხოლო 34-მა მიზანს ვერ მიაღწია. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

ცნობისთვის, 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების 12-საათიანი შეხვედრა გაიმართა. მხარეები ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გააკეთებენ.

შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა, ორივე უკრაინისა და რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შორი მანძილის თავდასხმების დროებით შეჩერებაა და შავ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მანამდე, 23 მარტს აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-სთან ინტერვიუში ოპტიმიზმი გამოხატა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინასა და აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დამთავრება სურს. 

"მგონია, რომ მას მშვიდობა სურს". - თქვა უიტკოფმა.

კომენტარები