ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? ვფიქრობ რომ ეს კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი და ამ პასუხში ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ მტკიცებულებას ვისი მარიონეტია ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა რომ ეს სამი სახელმწიფო, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან სამწუხარო არის ეს ყველაფერი.
თუმცა ამის ახსნაც არსებობს, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ, მით უმეტეს ნატოს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი რისი ეშინიათ, ნაცვლად იმისა რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამ შიშების პირისპირ, ცდილობენ სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ ეს რისკები და ამ შემთხვევაში საქართველო ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს იმ ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე და სამწუხაროა რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. მათთვის, ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი თავიდან რისკების აცილებისთვის.
ასე რომ ამის ნაწილია ის რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან, ასევე იცით, რომ რადიკალური NGO-ებიც რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. აი ეს არის რასაც ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ხანია - ეს სამი ქვეყანა არის პირდაპირი განმახორციელებელი იმ ზრახვებისა რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
საქართველო-ბალტიის ქვეყნები
პაპუაშვილი ბალტიისპირეთზე: ამ 3 მთავრობისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი





