გამოცემა La Rebubblica-სთან საუბრისას იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროსეტომ თქვა, რომ სამხედრო და სახელმწიფო მიზნებისთვის ილონ მასკის Starlink-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერებულია.
"როგორც ჩანს, ყველაფერი შეჩერებულია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ დისკუსიის თემა არა Starlink, არამედ ერთი პიროვნება და მისი განცხადებები გახდა. ტექნიკურ დეტალებზე არ ვსაუბრობთ ტექნიკურ დეტალებზე. როდესაც კონტროვერსიული ვითარება დაცხრება, ტექნიკური მიდგომა გვექნება. მთავარი კითხვა კვლავ იგივეა: რა არის ქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო". - თქვა კროსეტომ.
აქამდე Bloomberg წერდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ფონზე იტალია Starlink-თან $1.6 მილიარდიანი ხელშეკრულების გაფორმებას სიფრთხილით უდგებოდა, ქვეყნის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ კი მინისტრთა კაბინეტს უთხრა, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკის ფონზე Starlink-ის ალტერნატივის მოძებნა არის საჭირო.
Bloomberg წერს, რომ იტალიისთვის Starlink-ის ალტერნატივებს შორის შესაძლოა Eutelsat Communications SA იყოს.