თბილისის მერია

მერია ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციას ₾47 მილიონად გეგმავს

თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობისთვის 47 000 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ანგარიშსწორება მოხდება 2025-2026-2027 წლების თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2025 წელი - 10 000 000 ლარი; 2026 წელი - 18 000 000 ლარი; 2027 წელი - დარჩენილი სახელშეკრულებო ღირებულება).

ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოების შესრულების ვადას 760 დღეა განსაზღვრული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვა 25 თებერვალს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. 

კომენტარები