რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს კონგრესში უკრაინაში რუსული ოკუპაციის არ აღიარების ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

Getty Images

აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა X-ზე დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი უკრაინული ტერიტორიების არ აღიარების ორპარტიული რეზოლუცია წარადგინა.

"როგორც უარი ვთქვით, გვეღიარებინა ბალტიის სახელმწიფოების საბჭოთა ანექსირება, ჩვენ არასდროს უნდა მივცეთ ლეგიტიმაცია რუსეთის აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ. საზღვრების ძალით შეცვლა ვერ მოხდება. უკრაინის სუვერენულობა ხელშეუხებელია, მისი დამოუკიდებლობა აბსოლუტურია და ნებისმიერი მცდელობა, რომ აღიარებული იყოს რუსეთის პრეტენზიები, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული ღირებულებების ღალატია". - წერს ფიცპატრიკი.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, NATO-ს საპარლამენტო პრეზიდენტებთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან და ჯერი კონოლისთან, არ აღიარების რეზოლუცია წარადგინა, რომელიც "პუტინის უკანონო ომის წინააღმდეგ აშშ-ს პოლიტიკის განმსაზღვრელი წინადადებაა".

ფიცპატრიკის მიხედვით, რეზოლუცია უარყოფს ნებისმიერ და ყველა რუსულ პრეტენზიას სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, ყირიმზე, დონეცკზე, ლუჰანსკზე, ზაპოროჟიესა და ხერსონზე.

რეზოლუცია ასევე უზრუნველყოფს, რომ ვერანაირი აშშ-ს პოლიტიკა ან ქმედება ვერ იგულისხმებს რუსეთის უკანონო ოკუპაციების აღიარებას და ამყარებს აშშ-ს ურყევ ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ.

კომენტარები