რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 90 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში

16 მარტის ღამით რუსეთმა უკრაინაზე 90 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, მათ 47 დრონის ჩამოგდება შეძლეს, ხოლო 33-მა მიზანს ვერ მიაღწია და ლოკაციურად დაიკარგა.

რუსებმა უპილოტო საფრენი აპარატები - მილეროვოს, ბრიანსკის, შატალოვოს, პრიმორსკო-ახტარსკის და ჩაუდას მიმართულებებიდან გაუშვეს.

47 დრონი ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ჩერნიგოვის, კიევის, ხარკოვის და ოდესის ოლქები.

კომენტარები