რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსული ძალების მობილიზაცია აჩვენებს, რომ მოსკოვი დიპლომატიის იგნორირებას აპირებს

ჩვენ ასევე ვაკვირდებით მიმართულებებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსეთის არმია ძალების მობილიზებას ზრდის. ეს მიუთითებს ჩვენი სუმის რეგიონზე შეტევის განზრახვაზე მიუთითებს. ჩვენ ვიცით ამის შესახებ და ვუპასუხებთ. მსურს, რომ ყველა პარტნიორმა გაიგოს თუ კონკრეტულად რას გეგმავს პუტინი, რისთვის ემზადება და რას უგულებელყოფს.

რუსული ძალების მობილიზაცია მიუთითებს, რომ მოსკოვი დიპლომატიის იგნორირებას აპირებს. აშკარაა, რომ რუსეთი განზრახ ახანგრძლივებს ომს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს ყველა რეალური ინფორმაცია ფრონტის ხაზზე მივაწოდოთ, კურსკის რეგიონში და ჩვენი საზღვრის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე.

დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე

კომენტარები