რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: კურსკის ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ძირითადი ამოცანა შეასრულეს, კერძოდ, პოკროვსკს, ხარკოვის მიმართულებასა და სუმს რუსი სამხედროები მოაცილეს. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოკროვსკისა და ხარკოვის მიმართულებით ფრონტზე ვითარების სტაბილიზება კურსკის ოპერაციის წყალობით მოხერხდა. მანვე ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კურსკის ოპერაციამ თავისი მისია შეასრულა. 

"მიმაჩნია, რომ მან [ოპერაციამ] თავისი ამოცანა შეასრულა. ვფიქრობ, რომ პოკროვსკის მიმართულებით ვითარება ახლა სტაბილურია და პოკროვსკის ოკუპირების შესაძლებლობის ხელახლა პოვნა ძალიან რთული იქნება". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა ჯარისკაცები კურსკში თავდაპირველად ხარკოვიდან გადაისროლა, შემდგომ კი აღმოსავლეთის მიმართულებიდან. 

"გასაგებია, რომ კურსკში ვითარება ძალიან რთულია. კურსკის ოპერაციის ამოცანას წარმოადგენდა სამხედროების ყურადღების პოკროვკისგან, ხარკოვის მიმართულებისგან და სუმისგან საკუთარ თავზე გადატანა. ჩვენი ბიჭები აბსოლუტური გმირები არიან, მათ საკუთარ თავზე ამდენად ძლიერი დარტყმა მიიღეს. 

პირველად ზეწოლა ხარკოვის მიმართულებით დაეცა. მათ [რუსებმა] კურსკში თავიანთი სამხედროები მაქსიმალურად გადაისროლეს. შემდგომ მათ შეგროვება აღმოსავლეთის მიმართულებიდან დაიწყე, მაგრამ თავიანთი თავიანთი მთავარი სამიზნე, პოკროვკსი, არ მიუტოვებიათ. ეს ყველაფერი ჩვენ გვესმოდა". - თქვა ზელენსკიმ.  

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებები, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულები ალყაში არიან მოქცეულები. 

კომენტარები