“რაც რუსეთისგან მოვისმინეთ, არის პუტინის ძალიან პროგნოზირებადი და ძალიან მანიპულაციური სიტყვები” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
გუშინ, 13 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.
“პრაქტიკაში, ის უარის თქმისთვის ემზადება. […] რა თქმა უნდა, პუტინს ტრამპისთვის იმის პირდაპირ თქმის ეშინია, რომ მას სურს ომის გაგრძელება, რომ მას სურს გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა.
სწორედ ამიტომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის იდეის გარშემო ისეთ წინაპირობებს ასახელებს, რაც ყველაფერს შეუძლებელს გახდის, ან შეუძლებელს უფრო დიდი ხნით” – ამბობს ზელენსკი.
"მხარს ვუჭერთ, მაგრამ..." – რა აშფოთებს პუტინს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით





