Demna

DEMNA Gucci-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა

W Magazine

DEMNA Gucci-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა. ქართველი დიაზინერი Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას, რომელსაც 2015 წლიდან იკავებს, ამ გაზაფხულს დატოვებს.

"მოხარული ვარ, შევუერთდე Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია, წვლილი შევიტანო ამ სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია, აღმაფრთოვანებს. მოუთმენლად ველოდები სტეფანოსთან და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო" - ნათქვამია DEMNA-ს განცხადებაში, რომელსაც Demnagram ავრცელებს

"დემნა Gucci-თვის რაღაც განსაკუთრებულს მოიტანს. მისი მიდგომა მოდის განსაზღვრისადმი დღეს მართლაც უნიკალურია, და სწორედ ეს არის ის, რაც Gucci იმსახურებს და მომავალში სჭირდება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მან დაამტკიცა თავისი უნარი, გარდაექმნა Balenciaga თავისი მმართველობის პერიოდში, მისი იდენტობა და, რა თქმა უნდა, მოდის ხედვა". - განაცხადა გუჩის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო კანტინომ.

კომენტარები