რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპი: თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის არ არის მზად, ეს იმედგამაცრუებელი იქნება

ჩვენ გვინდა, რომ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვიხილოთ და ჩვენ სიბნელეში არ ვმუშაობდით. უკრაინასთან ვმსჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. აქ ასევე ჩართულია ელექტროსადგური, ძალიან დიდი ელექტროსადგური. ვინ მიიღებს ელექტროსადგურს, ვინ მიიღებს ამას, იმას – ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტა.  

ჩვენ ბევრი კონკრეტული საკითხი უკვე განვიხილეთ. ჩვენ ვმსჯელობდით ტერიტორიის კონცეფციაზე, რადგან არ გვინდა დროის კარგვა ცეცხლის შეწყვეტისას, თუ ამას მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ ვამბობთ - "აი, ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ, და ეს ისაა, რის მიღებასაც ვერ შეძლებთ.“ ასევე იყო საუბარი NATO-ზე და მის წევრობაზე და ყველამ იცის ამაზე პასუხი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პასუხი ცნობილია უკვე 40 წელია.  

ამრიგად, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე განხილულია. ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად ამისთვის, და თუ არა – ეს მსოფლიოსთვის ძალიან იმედგამაცრუებელი მომენტი იქნება.

თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დროს

დღეს, 13 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 30-დღიან ზავს "მხარს უჭერენ, მაგრამ არსებობს ნიუანსები".

კომენტარები