რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: მივესალმები აშშ-ს და უკრაინას შორის პროგრესს, ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა

მივესალმები აშშ-ს და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, შესაძლო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით.

ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა.

საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის შედეგებს ეხმაურება.

კომენტარები