რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: აშშ-მ შემოგვთავაზა 30-დღიანი ცეცხლის სრული შეწყვეტა, ჩვენ მზად ვართ

ახლახანს მივიღე ანგარიში საუდის არაბეთში ჩვენი დელეგაციისგან ამერიკის ჯგუფთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენი, უკრაინული წინადადება ამერიკელებისადმი ამ შეხვედრაზე სამი რამ იყო: სიმშვიდე ცაში - [არანაირი] რაკეტები, ბომბები, შორი მანძილის დრონები; სიმშვიდე ზღვაზე და რეალური ზომები თავდაჯერების ჩამოსაყალიბებლად მთელ ამ სიტუაციაში, რომელშიც დიპლომატია გრძელდება, პირველ რიგში, ტყვეების გათავისუფლება: ჩვენი მებრძოლების, სამოქალაქო პირების და რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

ამერიკულმა მხარემ გაიგო ჩვენი არგუმენტები და მიიღო ჩვენი წინადადებები. პრეზიდენტ ტრამპს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდებს შორის კონსტრუქციული საუბრისთვის. 

დღეს საუბარში ამერიკულმა მხარემ შეთავაზება გააკეთა პირველი ნაბიჯის გადადგმის შესახებ, 30 დღის განმავლობაში სცადოს სრული ცეცხლის შეწყვეტა, არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ბომბების მიმართულებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ მთელი ფრონტის ხაზზე. უკრაინა ამ შეთავაზებას დადებითად მიიჩნევს, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ასეთი ნაბიჯი. ამერიკამ უნდა დაარწმუნოს რუსეთი ამის გაკეთებაში. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვთანხმდებით, და თუ რუსები დაეთანხმებიან, მაშინ სიმშვიდე ამოქმედდება.

დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ამერიკის მზადყოფნა, განაახლოს უკრაინისთვის თავდაცვის დახმარება, ასევე სადაზვერვო დახმარება. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის. ომის დასრულების ან გაგრძელების მზადყოფნა უნდა გამოიხატოს რუსეთში. აბსოლუტური სიმართლის დროა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებაში, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

 

კომენტარები