რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცთან უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნება განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი საუდის არაბეთში, 11 მარტი, 2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 მარტს საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა ერთი დღით ადრე, სანამ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯიდაში შეხვედრა გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ბინ სალმანთან საუდის არაბეთის, როგორც პოტენციური შუამავლის, როლი განიხილა უკრაინელი ომის ტყვეების გათავისუფლებისა და ასევე უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მხრივ, რომლებიც რუსეთში არალეგალურად გადაასახლეს.

ამასთანავე, საუდის არაბეთისა და უკრაინის ლიდერებმა უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები და "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარების სტრატეგიები განიხილეს. ზელენსკი ბინ სალმანს ასევე თავდაცვაში წარმოების გაძლიერების კუთხით უკრაინის გეგმების შესახებ ესაუბრა და საუდის არაბეთთან ამ სექტორში პოტენციური თანამშრომლობა განიხილა.

ზელენსკის უწყების მიხედვით, უკრაინა საუდის არაბეთთან ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გუნდი ჯიდაში ამერიკელ დელეგატებთან შესახვედრად დარჩება და 11 მარტს მხარეები რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის ზოგად სტრუქტურას განიხილავენ.

კომენტარები