რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

შიკორსკი: Starlink $50 მილიონი გვიჯდება, თუ არასანდო გახდება, მოგვიწევს ალტერნატივის ძიება

უკრაინისთვის Starlink-ებს პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, რაც წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ჯდება.

აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკური მხარე გვერდზე რომ გადავდოთ, თუ SpaceX არასანდო მომწოდებლად იქცევა, მოგვიწევს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება.

ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი თავის X-ზე ილონ მასკს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე X-ზე დაწერა, რომ Starlink-ის სისტემის გათიშვის შემთხვევაში "ფრონტი სრულად ჩამოინგრევა":

"მე პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა"

კომენტარები