რუსული რეჟიმი

კალაძისთვის "სპორტის ოსტატის" წოდების ჩამორთმევა არასერიოზულობის ზღვარს სცდება - კობახიძე

კადრი ვიდეოდან / ტვ იმედი

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ, თბილისის მერის, კახა კალაძისთვის "უკრაინის სპორტის ოსტატის" წოდების ჩამორთევის ფაქტს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება "არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა".

ცნობისთვის გუშინ, 3 მარტს თბილისის მერსა და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს უკრაინამ "უკრაინის სპორტის ოსტატის" წოდება ჩამოართვა.

"ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს, მე არ ვიცი.

არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება, თუმცა აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს". - თქვა კობახიძემ.


 

კომენტარები