აშშ-ს ომი ტერორიზმთან

აშშ-მ სირიაში ალ-კაიდასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსანი მოკლა

ამერიკელი სამხედროები სირიაში ჭაბურღილის ტერიტორიას პატრულირებენ.
AP Photo / Baderkhan Ahmad

აშშ-მ სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად ალ-კაიდასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაციის, ჰურას ალ-დინის (HaD) სამხედრო მაღალჩინოსანი, იუსუფ ზია ტალაი, მოკლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს

"23 თებერვალს  აშშ-ს ძალებმა ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაშიზუსტი საჰაერო იერიში მიიტანეს, მიზანში ამოიღეს და მოკლეს ალ-კაიდასთან აფილირებული ტერორისტული ორგანიზაციის, ჰურას ალ-დინის უფროსი სამხედრო მაღალჩინოსანი, იუსუფ ზია ტალაი.

ეს საჰაერო იერიში ნაწილია ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის, რეგიონში პარტნიორებთან ერთად, ტერორისტების მხრიდან რეგიონში და მის გარეთ აშშ-ს, მოკავშირეებისა ან პარტნიორების მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო პერსონალზე თავდასხმების დაგეგმვის, ორგანიზებისა და შესრულების ძალისხმევა არ დაუშვან და დააქვეითონ". - წერს ცენტრალური სარდლობა. 

კომენტარები