კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სტიქიურ ზონაში მყოფი რეგიონებში ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის თქმით, 28 თებერვლის მონაცემებით, ოზურგეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩუხთში 780, ხოლო ჩოხატაურში 200 აბონენტს.
"სტიქიის ზონაში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი გრძელდება
გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში - ვანში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სამტრედიაში. საერთო ჯანმში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000 მდე აბონენტს
ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება.
მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია". - წერია განცხაადებაში.





