აშშ-რუსეთი

სტამბოლში აშშ-სა და რუსეთის შეხვედრა დასრულდა, მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს

სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა ეთმობოდა ორ ქვეყანაში საელჩოების მუშაობის პრობლემების საკითხს. მოლაპარაკებები დაახლოებით 6 საათითა და 30 წუთით გაგრძელდა.

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერს, დელეგაციებმა შეხვედრის ტერიტორია მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვეს.

უცნობია ვინ მონაწილეობდნენ შეხვედრაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აქამდე ამბობდა, რომ მონაწილეები "მაღალი დონის დიპლომატები" და "ექსპერტები" იქნებოდნენ.

რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს შორის პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს გაიმართა. მათ ისაუბრეს როგორც უკრაინაში მიმდინარე ომზე, ისე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის საკითხზე. მაშინ გადაწყდა, რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის ქვეყნებში ახალ ელჩებს დანიშნავდნენ.

კომენტარები