ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
საგარეო უწყების განცხადებით, ბოჭორიშვილი თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.
"ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყება წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში, "საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან".
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც.





