ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის თქმით, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები ძალაში ერთ კვირაში შევა

დონალდ ტრამპი
 REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფები მომდევნო კვირიდან დაუწესდებათ

იანვარში, ინაუგურაციიდან მალევე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებდა კანადისა და მექსიკისთვის ვაჭრობაზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მეზობლებისგან კრიტიკა და საპასუხო ზომები მოჰყვა.

შემდგომ, ტარიფების ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ტრამპმა ტარიფის დაწესების გადაწყვეტილებას 1 თვით ეაჩერა. მისი თქმით, მექსიკა დათანხმდა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრის განლაგებას, საზღვარზე ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, კონტრაბანდის შეჩერების მიზნით.

"ტარიფები, როგორც დროით არის განსაზღვრული, ისე შევა ძალაში" – ამბობს ტრამპი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები