დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოვალურ ოფისში G7-ის სამიტზე სასაუბროდ შემომიერთდა. სამიტი კანადის გუბერნატორმა, G7-ის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჯასტინ ტრუდომ მოიწვია, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით – ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ყველა გამოხატავდა ომის დასრულების სურვილს, მე კი ხაზი გავუსვი აშშ-სა და უკრაინას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმების" მნიშვნელობას, რომლის ხელმოწერასაც უახლოეს მომავალში ველით! ეს შეთანხმება, რომელიც "ეკონომიკურ პარტნიორობას" წარმოადგენს, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელმა ხალხმა აინაზღაუროს ათობით მილიარდი დოლარი და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას გადაეცა და ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებას, როდესაც ეს სასტიკი და ბარბაროსული ომი დასრულდება. ამავდროულად, მე სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულებისა და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების შეთანხმებების შესახებ, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის შედგება. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ტრამპი: სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რუსეთთან, ეკონომიკური განვითარების შესახებ
tbl.ge/735s
დაკოპირდა

წერს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიაშშაშშ-რუსეთი-უკრაინააშშ-რუსეთიაშშ-უკრაინადონალდ ტრამპიაშშ-რუსეთის მოლაპარაკებები
ამავე თემაზე
- სირსკის თქმით, მაისში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა
- ზელენსკიმ, E3-ის ლიდერებმა ლონდონში "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის" 5 პირობა დაასახელეს
- NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეფრენილი დრონი ჩამოაგდეს
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობსაცავზე იერიში მიიტანა
- სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა




