მესუთ იოზილი

მესუთ იოზილი ერდოღანის პარტიის ცენტრალური საბჭოს წევრი გახდა

თურქული წარმოშობის ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალური საბჭოს წევრი გახდა. პარტიის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. 

ფეხბურთელი უკვე წლებია რაც არ მალავს თურქეთის პრეზიდენტთან სიახლოვეს.

2023 წლის თურქეთის საპარლამენტო არჩევნების დროს იოზილი თურქული წარმოშობის ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი AKP-ს საპარლამენტო სიაში იყო. 

ასევე, აღსანიშნავია, 2019 წელს იოზილის ქორწილში ერდოღანი ქორწინების მოწმის როლში მოგვევლინა.

მესუთ იოზილმა საფეხბურთო კარიერა 2023 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს ნახევარმცველი მადრიდის რეალში და ლონდონის არსენალში თამაშობდა. ამავდროულად, იოზილმა, რომელიც გერმანიის ქალაქ გელზენკირხენშია დაბადებული, გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები