რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმების დადებასთან აშშ "ახლოსაა"

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი
Julia Demaree Nikhinson | Credit: AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაჭრობის დეპარტამენტის ახალი მინისტრის თანამდებობაზე დასანიშნად ფიცის დადების ცერემონიაზე მედიას განუცხადა, რომ საჭიროა, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითანამშრომლონ.

ტრამპმა ასევე კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე უარყო ფრანგული გაზეთის, Le Point-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობები, რომ იგი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლასა და ვლადიმირ პუტინთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს.

ამასთანავე, მან დაამატა, რომ მინერალებზე შეთანხმების მიღწევასთან ამერიკული და უკრაინული მხარეები ახლოს არიან. მანამდე, ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა თქვა, რომ " პრეზიდენტი ზელენსკი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამას იხილავთ ძალიან მალე".

"ვფიქრობ, ახლოს ვართ [შეთანხმების დადებასთან]. მგონია, რომ მათ ეს უნდათ. კარგად გრძნობენ ამის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია, დიდი საქმეა, მაგრამ უნდათ და ეს იმ ქვეყანაში გვტოვებს და ძალიან ბედნიერები არიან ამის შესახებ და ჩვენ ჩვენს ფულს დავიბრუნებთ. ეს მანამდე უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი, ვიდრე ჩვენ ჩავიდოდით. ბაიდენს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ბაიდენმა არ იცოდა ბევრი იმაზე, თუ რას აკეთებდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო - პირველ რიგში. როცა ეს მოხდა, მისი დამთავრება პირველ ან მეორე კვირაში შეიძლებოდა. ამის შემდეგ ის გაუარესდა, ძალიან ცუდი გახდა, არასდროს უნდა მომხდარიყო. უნდა მოგვარებულიყო და შეიძლებოდა მისი ძალიან მარტივად მოგვარება დასაწყისში. ახლა უფრო რთულია, მაგრამ მოვაგვარებთ". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები