ფარაჟი: ზელენსკი დიქტატორი არ არის, თუმცა უკრაინელებს არჩევნების ვადების ცოდნა სჭირდებათ

დონალდ ტრამპი და ნაიჯელ ფარაჟი
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

ინგლისის მემარჯვენე-პოპულისტური რეფორმების პარტიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟი უკრიანის პრეზიდენტზე დონალდ ტრამპის ნათქვამს გამოეხმაურა, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი "დიქტატორი არ არის".

"მოდით გარკვევით ვთქვათ, ზელენსკი დიქტატორი არ არის, მაგრამ სრულიად სამართლიანი და სწორი იქნება, რომ უკრაინელებს არჩევნებისთვის ვადები ჰქონდეთ" - თქვა ნაიჯელ ფარაჟმა კონსერვატიულ ტელემედია GB News-თან ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ. მოგვიანებით, ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.

ტრამპის კომენტარის საპასუხოს ინგლისის მემარჯვენე პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, თუმცა მიიჩნევს, რომ მან მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები.

"არ ვამბობ, რომ უკრაინამ ხვალვე უნდა ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ როგორც კი მშვიდობის შეთანხმების მონახაზი გამოჩნდება, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს არჩევნები" - დაატა ფარაჟმა.

დონალდ ტრამპის განცხადებებზე დამატებითი შეკითხვისას, ფარაჟმა აღნიშნა: "ყოველთვის სერიოზულად უნდა მოეკიდოთ იმას, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს. თუმცა, მისი სიტყვები ყოველთვის პირდაპირ სიტყვასიტყვით აღსაქმელი არ არის".

კომენტარები