ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: მე და გენერალმა კელოგმა დეტალურად ვილაპარაკეთ მშვიდობის გარანტიებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი
5 Chanal

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის შეხვედრა დასრულდა.

ზელენსკიმ აშშ-ს მაღალჩინოსანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა:

"კარგი საუბარი იყო, ბევრი დეტალებით. მადლობა აშშ-ს გაწეული დახმარებისთვის". 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინა მშვიდობის მომხრეა და აშშ-ს პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

"უკრაინა ომის დაწყების პირველივე წამებიდან მიისწრაფვის მშვიდობისკენ, ეს მშვიდობა უნდა იყოს სანდო და გრძელვადიანი, რომ რუსეთი ვერასდროს დაბრუნდეს ომით. უკრაინა მზად არის ძლიერი, რეალურად სასარგებლო შეთანხმებისთვის აშშ-ს პრეზიდენტთან, ინვესტიციებისა და უსაფრთხოების საკითხებზე". – თქვა ზელენსკიმ.  

კომენტარები