რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰადადმა დაადასტურა, რომ მაკრონი ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Ludovic Marin via AFP/Getty Images

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შემდეგ კვირას ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ჰადადმა დაამატა, რომ მაკრონი ტრამპთან შეხვედრაზე ევროპის ინტერესებს დაიცავს. მისივე თქმით, მაკრონი ტრამპს ეტყვის, რომ უკრაინის მომავალი ევროპის გარეშე ვერ გადაწყდება

ამის შესახებ მინისტრმა LCI TV-სთან მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. 

"ის მივა და ილაპარაკებს ევროპელებისა და ევროპის უსაფრთხოების სახელით". - თქვა ჰადადმა.

მანამდე,  აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა გააკეთა განცხადება, რომ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ. 

ცნობისთვის გუშინ, 19 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები შესაძლოა თებერვლის ბოლომდე გაიმართოს.

"ჩვენ ყველა მხარესთან ჩართული ვართ და შემდეგი ნაბიჯი, ტექნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება წინ წასასვლელად და მეტ დეტალზე სასაუბროდ". - თქვა უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში

კომენტარები