საქართველო-რუსეთი

Azimuth-ის მოსკოვი-თბილისის რეისი "ტექნიკური პრობლემის" გამო მოსკოვში დაბრუნდა

რუსული ავიაკომპანია Азимут-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის А47107 რეისს ასრულებდა, მოსკოვში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში "ტექნიკური მიზეზების" გამო დაბრუნდა. რა ტექნიკურ ხარვეზებზეა საუბარი, ავიაკომპანიას არ დაუკონკრეტებია.

ავიაკომპანი მგზავრებს ასევე დაჰპირდა, რომ მათ თბილისში სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.

Азимут-ის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 თებერვალს, დილის 5:00 საათზე უნდა დაშვებულიყო.

Азимут-მა, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულება 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო.

ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების შემოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვლადიმირ პუტინმა მათ საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები